''რა ეროვნული ბანკის საქმეა ანაკლიის კერძო კომპანიაში ვის რამდენი წილი აქვს'' - მამუკა ხაზარაძე

04 მარტი 2019, 00:00 1429 ნახვა

თიბისი ბანკის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ დღეს დეპუტატებს უთხრა, რომ ეროვნული ბანკის წარმომადგენლებს აინტერესებდათ, ანაკლიის კორპორაციაში ვის ჰქონდა წილი და პროექტის განსახორციელებლად ვინ რამდენი ათასი გაიღო. 

ხაზარაძე ფიქრობს, რომ  ეროვნული ბანკი ინტერესის სფეროს გაცდა. 

''რა ეროვნული ბანკის საქმეა ანაკლიის კერძო კომპანიაში ვის რამდენი წილი აქვს, ვინ რამდენი ფული ჩადო და ა.შ. ეროვნული ბანკიდან წერილებს ვიღებთ და გვეკითხებიან ვინ იყო ანაკლიის კორპორაციაში დამფუძნებელი. 180 მილიონი ლარი გვაქვს ინვესტირებული დღემდე, შემიძლია ამაზე დიდი ციფრებიც მოგაწოდოთ'' - ამბობს ხაზარაძე. 

თიბისი ბანკის დამფუძნებელმა დღეს ღია განაცხადა, რომ მათი იმიჯის დისკრეტიდაცია მიმდინარეობს. 

''თუ ამოცანა არის, რომ ჩვენ არ ვიყოთ ანაკლიის პროექტში, მაგიც კაცურად გვითხარით და გავიგებთ. ურთიერთობის ეს ფორმა არ არის სწორი'' - ამბობს მამუკა ხაზარაძე. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი