არქივისტების პროფესიული დღე აღნიშნეს აჭარის საარქივო სამმართველოში. თარიღთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება გაიმართა, ისაუბრეს ამ დღის მნიშვნელობასა და საარქივო სამმართველოს სპეციფიკურობაზე.
შეხვედრას განათლების სამინისტროს წარმომადგენლები და საკრებულოს წევრებიც ესწრებოდნენ. არქივისტები პროფესიულ დღესასწაულს ყოველი წლის მარტის პირველ კვირას ზეიმობენ.