საოკუპაციო ხაზთან დაკავებულის ოჯახი დახმარებას ითხოვს

02 მარტი 2019, 00:00 1109 ნახვა

ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს ოკუპანტების მიერ დაკავებული გულადი ხუბუას ოჯახი. მათი ინფორმაციით თუ ოკუპირებულ გალში 12 ათასი რუბლი არ გააგზავნეს, გულადი ხუბუას საქმე ე.წ. სასამართლოს გადაეცემა.

დაკავებულის ძმა, მერაბ ხუბუა ამბობს, რომ ოჯახს არ აქვს აღნიშნული თანხა, მათ ვერც სამედიცინო ცნობა გააკეთეს და არ გამორიცხავს, რომ გულადი ხუბუა ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის გაასამართლონ. ოჯახის ინფორმაციით გულადი ხუბუა გალის იზოლატორში ჰყავთ, თუმცა არ ფლობენ ინფორმაციას მისი ჯანმრთელობის შესახებ. რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზთან სოფელ შამგონის მკვიდრი გულადი ხუბუა გუშინ დააკავეს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი