ნინო ლომჯარია დღეს სოცმუშაკებს შეხვდა. ისაუბრეს არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით. სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ სოცმუშაკებს მაღალი პასუხისმგებლობა აკისრიათ, თუმცა აქვთ არასათანადო სამუშაო პირობები.
სოციალური მუშაკები კი აცხადებენ, რომ პრობლემებთან დაკავშირებით მიმართეს უკვე ჯანდაცვის სამინისტროს. მათი თქმით, ხშირად ასრულებენ ისეთ სამუშაოს, რომელიც მათ ვალდებულებებში არ შედის.