ბუკნარსა და ციხისძირში სანაპიროსთან სამი, ხუთი და ათ სართულიანი შენობები განთავსება 

25 თებერვალი 2019, 00:00 6430 ნახვა

ქობულეთის საკრებულოს დეპუტატებმა ჩაქვი - ციხისძირის  განაშენიანების რეგულირების გეგმა დაამტკიცეს. დოკუმენტი ძირითადად საკურორტო ზონის განვითარების გეგმას მოიცავს. ბუკნარი - ციხისძირის ტერიტორიებზე  ნებადართული იქნება  მხოლოდ სამი, ხუთი  და მაქსიმუმ 10 სართულიანი  შენობების განთავსება. საკურორტო ზონებში  ნებართვა მხოლოდ რეკრეაციული  დანიშნულების ობიექტების ასაშენებლად გაიცემა.

გეგმა მოიცავს საინჟინრო ინფრასტრუქტურასაც ,როგორებიცაა  საბაგირო გზის,  ასევე ნავმისადგომისა და ველობილიკების მოწყობა.  200, 400 და 1000 კვ მეტრ მიწის ნაკვეთებზე  გაწერილია მშენებლობის  კონკრეტული კოეფიციენტები.  

სხდომაზე დღესვე  დამტკიცდა 12 კაციანი სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა  ,რომელიც  საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით  ახალგაზრდებს ბიზნეს იდეებისთვის გრანტების მოძიებაში დაეხმარება, ასევე მათ სტარტაფებსა და სხვადასხვა პროექტებში ჩართულობაზე იმუშავებს. სხდომაზე მუნიციპალიტეტში  არსებული რამდენიმე მიწის ნაკვეთის საპრივატიზაციო თანხებიც განისაზღვრა.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში