ნოდარ დუმბაძის გამომცემლობამ, გამოცემული წიგნების პრეზენტაცია მოაწყო. ერთი წლის განმავლობაში ათეულობით ავტორის ნაწარმოები დაიბეჭდა. ერთ-ერთი მწერლის შვილიშვილ, ნოდარ მაჭარაშვილის რომანი „ავი მუსაიფი“-ა, რომელიც ერეკლე მეორის ცხოვრებაზე მოგვითხრობს.
რომანი ახალგაზრდა მწერლის მესამე ნაწარმოებია, პირველი ორი მან ფსევდონიმით გამოსცა. რომანი შარშან ათას ხუთასი ეგზემპლარით გამოიცა და გაიყიდა და წელს იგი ხელმეორედ დაიბეჭდა.