ახალგაზრდული მარათონი გაიმართა კურორტ გოდერძზე. ხულოს მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის განყოფილების ორგანიზებით წარმატებული სტუდენტებისთვის გასართობი და ინტელექტუალური შეჯიბრება მოეწყო.
აჭარის მთავრობის წარმომადგენლებმა სტუდენტებს მედლები და ფასიანი საჩუქრები გადასცეს. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს განათლების მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზე.