ავარიული სახლები ბათუმში

20 თებერვალი 2019, 00:00 3041 ნახვა

ორ ავარიულ სახლში მცხოვრები მოქალაქეები, უკვე ორი თვეა ელოდებიან როდის გადაიყვანს მათ უსაფრთხო გარემოში ბათუმის მერია, ან საერთოდ როდის გადაწყდება არსებული შენობების დემონტაჟის და ახლის აგების საკითხი.

ცნობისთვის, ქალაქის მერიამ გასულ წელს თავად დაუკვეთა ექსპერტიზის ბიუროს ბათუმში 30 სახლის მდგრადობის შესწავლა, ექსპერტებმა კი დაადგინეს, რომ რეაბილიტაციას არ ექვემდებარება გიორგი ბრწყინვალისა და გენერალ კვინიკაძის ქუჩებზე არსებული სახლები.

საუბარია დაახლოებით 20 ოჯახზე. შესწავლის შემდეგ გავიდა 2 თვე - 2 თვის წინ კი საკრებულომ ამ ინიციატივას მხარი არ დაუჭირა. დეპუტატებმა საკითხი ნაჩქარევად და მოუმზადებლად მიიჩნიეს.
 

დასრულდა თუ არა კონსულტაციები და როგორ აპირებს თვითმმართველობა პრობლემის გადაჭრას?

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი