ჯერ კიდევ უცნობია როდის დაიწყება საკათედრო ტაძრის კედლის მხატვრობის რესტავრაცია

19 თებერვალი 2019, 00:00 1728 ნახვა

ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრის ფრესკების აღდგენა-რესტავრაციისთვის პროექტი მზადაა, ახლა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო საპატრიარქოს ელოდება, რომელმაც სამუშაოების დაწყებამდე დაზიანებული სახურავი უნდა გამოცვალოს.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში კი გვითხრეს, რომ ამის ფინანსური საშუალება არ აქვთ და დახმარებისთვის ფონდ „ქართუს“ მიმართეს.  ცნობისთვის მე-20 საუკუნის დასაწყისში აგებული გოთიკური ტიპის ტაძრის ფრესკები წლებია დაზიანებულია.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი