ხულოს სახანძრო სამაშველო სამსახურს ახალი ტექნიკა გადაეცა. სახანძრო და პიკაპის ტიპის ავტომობილები მუნიციპალიტეტის მეხანრძე-მაშველებს საგანგებო სიტუაციების მართვის აჭარის ფილიალის წარმომადგენლებმა გადასცეს.
მათ სამომავლოდ ახალი განყოფილების აშენებაც დაანონსეს. ხულოს სახანძრო-სამაშველო განყოფილების ავტოპარკს ოთხი ერთეული ტექნიკა ყავს.