''ნებისმიერი ინვესტიცია მნიშვნელოვანია, მაგრამ არა კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის ხარჯზე'' - პრემიერ მინისტრი

13 თებერვალი 2019, 00:00 2498 ნახვა

ბათუმის ისტორიული ზონის დამტკიცებაზე საქართველოს პრემიერ მინისტრს საზოგადოება "ბათომმაორი დღის წინ მიმართა. ორგანიზაცია მოითხოვდა, რომ მამუკა ბახტაძეს დაეჩქარებინა ბათუმის ევროპულ ნაწილში, ისტორიულ ქალაქში, სპეციალური დაცვის ზონის შემოღება, რომელიც ერთადერთი შანსია ამ უბნის, როგორც ისტორიული ღირებულების და ტურისტულად მნიშვნელოვანი ნაწილის გადარჩენის. 

ორგანიზაცია "ბათომი" წერილში წერდა, რომ სპეციალისტების მიერ ისტორიული დაცვის ზონის დამტკიცება ჭიანურდება, რადგანაც ბათუმის მერიამ, კვლევებზე დაყრდნობის გარეშე, დაცვის ზონის არეალი შეცვალა და  ამოვარდა სანაპირო ზოლი, სადაც 6 ცათამჯენის აშენების სურვილი აქვს კომპანია "სილქროუდ ჯგუფს".

"ბათომი" და კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენით დაინტერესებული ბათუმელები ითხოვენ, რომ ძველი ბათუმის დაცვის ზონა ისე დამტკიცდეს, როგორც ეს მრავალფუნქციური კვლევის შედეგად ორგანიზაცია "გეოგრაფიკმა" დაადგინა, სანაპირო ზოლის ჩათვლით. 

გაეცნო თუ არა ამ მიმართვას პრემიერ მინისტრი უცნობია, თუმცა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელს პრემიერმა უთხრა, რომ ინვესტიციები არ უნდა განხორციელდეს ისტორიული განაშენიანების ხარჯზე და ამ საკითხზე, შემდეგ მთავრობის სხდომაზე  დეტალურ მოხსენებას მინისტრისგან მოისმენდა.  

"რა თქმა უნდა ჩვენთვის ინვესტიციების მოზიდვა არის მნიშვნელოვანი, თუმცა მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ ის ისტორიული არქიტექტურა, კულტურული მემკვიდრეობა, ის სიმდიდრე რაც გვაქვს, ეს არის ჩემი პოზიცია. ნებისმიერი ინვესტიცია მნიშვნელოვანია, მაგრამ არა კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის ხარჯზე.  შემდეგ მთავრობის სხდომაზე მინისტრს ვთხოვ დეტალურ მოხსენებას ამ საკითხზე და ისიც გააკეთებს თავის განმარტებას" - განაცხადა პრემიერმა. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი