ოცნების ქალაქში რეგისტრაციის პროცესი განახლდა 

12 თებერვალი 2019, 00:00 3625 ნახვა

 ე.წ. ოცნების ქალაქში მობინადრეთა რეგისტრაცია გრძელდება. დღეს პროცესი რამდენიმე საათის განმავლობაში შეფერხებული იყო და  ადგილზე სამართალდამცველების მისვლის შემდეგ  განახლდა. მიზეზი  დასახლებაში  მცხოვრებსა  და   ერთ-ერთი  ამხანაგობის   ხელმძღვანელს შორის დაპირისპირება გახდა. თვითნებურად შესახლებულები აცხადებდნენ, რომ ნარგიზ დიასამიძე ცდილობს, ე.წ-ლი მუყაოს ქალაქში არსებული ვითარება პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანოს.

თავად დიასამიძე ბრალდებებს უარყოფს. დღეს   ნარგიზ დიასამიძე  შენობიდან პოლიციამ გაიყვანა, რასაც მისი პროტესტი მოჰყვა. კომისიას აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ხელმძღვანელობს. რამაზ ჯინჭარაძის განცხადებით კომისია დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში იმუშავებს.  ბოლო სამ დღეში  102 ოჯახი დარეგისტრირდა.  

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი