საკლუბო ინიციატივები, საკლასო პროექტები და მცირე საგრანტო პრეზენტაციები - „მომავლის თაობამ“ შემაჯამებელი ღონისძიება გამართა. მასში რეგიონის 23 სკოლა მონაწილეობდა. ღონისძიებაში ასევე მოხვდნენ სამოქალაქო განათლების პედაგოგები, რომლებმაც „პედაგოგთა ფორუმის“ მიერ მიღწეულ შედეგებსა და სიახლეებზე ისაუბრეს.
დაჯილდოვდა 6 მოსწავლე და სამოქალაქო განათლების 6 პედაგოგი. პროექტის მიზანია სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხის ამაღლება, იგი აჭარაში 2010 წლიდან ხორციელდება.