საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნინო ზამბახიძე მათ შორისაა, ვისაც დღეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თეთრ სახლში უმასპინძლა. დონალდ ტრამპმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული ლიდერი ქალები მიიღო.
ნინო ზამბახიძის განცხადებით, აშშ-ის მთავრობის გრანტმა მისი ცხოვრება შეცვალა. ასევე განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა წარმატებით ვითარდება.
ღონისძიებაზე ხელი მოეწერა მემორანდუმს ქალთა გლობალური განვითარებისა და კეთილდღეობის ინიციატივის დაფუძნების შესახებ.დონალდ ტრამპის ქალიშვილმა, ივანკა ტრამპმა ნინო ზამბახიძეს მიმართა და ამერიკის მთავრობის ხელშეწყობის შესახებ ინფორმაციის გაზიარება სთხოვა.
საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ათასწლეულის გამოწვევის პროგრამაში მონაწილეობდა და სწორედ ამ პროექტმა შეუწყო ხელი ბიზნესის განვითარებაში.