სახალხო დამცველის სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში გრძელდება. დავის საგანია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევა კოდექსის 134-ე მუხლის მე-2 ნაწილი. აღნიშნული ნორმა შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეებს გზის ღერძიდან 100 მეტრზე ახლოს ან ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე უნებართვოდ კარვის ან ტრანფარანტების განთავსებას უკრძალავს. სახალხო დამცველის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ნორმა არაკონსტიტუციურია და ზღუდავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას. მოსარჩელე მხარის პოზიციით, ზოგ შემთხვევაში, შესაძლებელია კარვის განთავსება შეკრების ან მანიფესტაციის აუცილებელობას წარმოადგენდეს.
სახალხო დამცველის წარმომადგენელი განმარტავს, რომ სწორედ გასაჩივრებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე სახელმწიფომ არ მისცა საშუალება შვილმკვდარი მამების აქციის მონაწილეებს, ასევე ბავშვთა სამყაროს დაზარალებულებს კარავი გაეშალათ. გამწესრიგებელ სხდომაზე სასამართლოს მოწვევით ასევე დაიკითხება შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია განიხილავს.