უყურადღებოდ არ დავტოვებთ იმ ადამიანებს, რომლებიც წლების განმავლობაში ცხოვრობენ სხვადასხვა სახელწიფო შენობაში - ეს იყო კიდევ ერთი ფრაზა, რომელსაც გამოხმაურება მოჰყვა დღეს აჭარაში.
განსაკუთრებით იმ ადამიანებს აინტერესებთ დაუკანონებენ თუ არა ფართობებს, რომლებმაც სახელმწიფოს კუთვნილი ობიექტები 2010 წლის შემდეგ დაიკავეს. ცნობილია, რომ აქამდე მთავრობა მხოლოდ 2010 წლამდე შესახლებულებს უკანონებდა ქონებას.
ასევე, ცნობილია ისიც, რომ დაახლოებით 10 ობიექტში რჩებიან თვითნებურად შესახლებულები, 7 ობიექტს კი სახელმწიფო დაცვის თანამშრომლები იცავენ.
360-მდე ოჯახისთვის დაუკანონებია აჭარის მთავრობას აქამდე ქონება, დაახლოებით ამდენივეს კი მოთხოვნის დაკმაყოფილების იმედი აქვს.