ინიციატივას მიესალმებიან, თუმცა ბევრი კითხვა გაუჩნდათ თორნიკე რიჟვაძის დღევანდელი განცხადების შემდეგ მესამე სექტორის წევრებსა და პოლიტიკოსებს. საზოგადოება, ძირითადად, დაინტერესდა საკითხის ფინანსური ნაწილით, ასევე ოჯახების შერჩევის კრიტერიუმებით.
ასევე დღეს საუბრობდნენ იმაზეც, რომ მთავრობის დღევანდელმა ინიციატივამ, შესაძლოა წაახალისოს სხვებიც და კიდევ გაჩნდეს „ოცნების ქალაქის“ მსგავსი დასახლებები.
მესამე სექტორი ოჯახების შერჩევის პროცესში ჩართვას ითხოვს. ჩატარდა თუ არა კვლევა უსახლკაროების გამოსავლენად, ჯამში კორპუსების ასაშენებლად რა ოდენობის თანხა დაიხარჯება და საიდან მოიძიებს მთავრობა ამ ფინანსებს? ეს ის კითხვებია, რომლებიც დღეს საზოგადოებას მთავრობის წევრების მისამართით გაუჩნდათ.