ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს სხდომა

16 აპრილი 2016, 00:00 5060 ნახვა

“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა ცოტა ხნის წინ დასრულდა. პრემიერ-მინისტრი  პოლიტსაბჭოს წევრებს დახურულ კარს მიღმა ესაუბრა. შეხვედრაზე შიდა საპარლამენტო საქმიანობა, საარჩევნოო კოდექსში შესაძლო ცვლილებები და არასაპარლამენტო ოპოზიციის მიერ შეთავაზებული წინადადებები განიხილეს. ”ქართული ოცნების” ოფისში იმყოფებოდა ”მრეწველების” ლიდერი, რომელმაც შეხვედრა მალევე დატოვა. გოგი თოფაძემ  ჟურნალისტებთან  მცირე კომენტარი გააკეთა და  განაცხადა, რომ  პარლამენტს გარეთ დარჩენილი პარტიებისთვის დიდი შეღავათები კეთდება. სხდომას რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე და კონსერვატორების წარმომადგენელი გიგა ბუკია ესწრებოდნენ.  

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში