ფარული ჩანაწერების ატვირთვაში ბრალდებული საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს

04 თებერვალი 2019, 00:00 1969 ნახვა

ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის ზურაბ სოლომნიშვილის ადვოკატმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. სოლომნიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა. დაკავებულის უფლებადამცველი მიიჩნევს, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა.

საქალაქო სასამართლომ ფარულ ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებული 17 პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელა. 17 პირიდან სამს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა, ხოლო 14-ს კი გირაო შეეფარდა. გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნული პირები სოციალური ქსელის და მობილური ინტერნეტ აპლიკაციის მეშვეობით ინახავდნენ და მასობრივად ავრცელებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეო-ჩანაწერს. დანაშაული  ისჯება 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით.

მაია ფუტკარაძე
რეგიონალური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში