სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა სამომხმარებლო კალათა განაახლა

03 თებერვალი 2019, 00:00 1147 ნახვა

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა სამომხმარებლო კალათა განაახლა. წელს იგი 306 დასახელების სამომხმარებლო საქონელსა და მომსახურებას მოიცავს. უწყების ცნობით შარშან სამომხმარებლო კალათას გამოაკლდა 3 და დაემატა 4 პროდუქტი. ამასთან ერთად, განახლებულია სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების წონები.

„სამომხმარებლო კალათა გამოიყენება სამომხმარებლო ფასების ინდექსის გასაანგარიშებლად და ასახავს ქვეყნის საშუალო მომხმარებლის დანახარჯების სტრუქტურას. საქსტატის ცნობით, ეროვნული ანგარიშებიდან მიღებული წონების გამოყენება სამომხმარებლო კალათის ფორმირების პროცესში წარმოადგენს ერთ-ერთ არსებით რეკომენდაციას, რომელსაც ევროსტატი ევროკავშირის წევრ-ქვეყნებს სთავაზობს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი