7 საათს გაგრძელდა კონსულტაციები „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უძღვებოდა. როგორც დღეს გაირკვა რიგ საკითხებზე მმართველმა გუნდმა კონსესუს მესამე შეხვედრაზე მიაღწია. უმრავლესობა დღევანდელ სხდომაზე შეთანხმდა, რომ დეპუტატები ორგანულ კანონზე კონსტიტუციიდან გამომდინარე იმუშავებენ. ეს გადაწყვეტილება გაუგებელი აღმოჩნდა გედევან ფოფხაძისთვის, მისი თქმით სწორედ ამის გამო არ მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა.
ეკა ბესელიასთვის კი პრინციპულ საკითხად რჩება, რომ კანონზე მუშაობა გაგრძელდეს სასამართლოს გარეშე და ამის გამო ის სამუშაო ჯგუფის შემადგენლობას ტოვებს. ეკა ბესელია და მისი გუნდი მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შეჩერებას ითხოვს, დეპუტატის თქმით ეს პოზიცია აქვს ბიძინა ივანიშვილსაც თუმცა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ განმარტა, რომ საკითხზე სიღრმისეული მსჯელობა არ ყოფილა და განსხვავებული პოზიციაც არავის დაუფიქსირებია. დღევანდელ სხდომაზე ასევე გადაწყდა, რომ ავლაბრის რეზიდენციასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, ერთ-ერთ ვერსიად კი განიხილება, რომ შენობაში ქართული კულტურის ეროვნული მუზეუმი განთავსდეს.