17 დაკავებული ფარული ჩანაწერების საქმეზე - აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

02 თებერვალი 2019, 00:00 1215 ნახვა

ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. ფარულ ვიდეო ჩანაწერებთან დაკავშირებით შსს-მ 17 პირი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ისინი სოციალური ქსელის და მობილური ინტერნეტ აპლიკაციის მეშვეობით ინახავდნენ და მასობრივად ავრცელებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეო-ჩანაწერს.

ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის უკანონო მოპოვება, შენახვა და გავრცელება სისხლის სამართლის დანაშაულია. სისხლის სამართლის წესით ისჯება პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის როგორც ნებისმიერი საშუალებით გავრცელება (მათ შორის მობილური აპლიკაციის მეშვეობით გადაგზავნა), ისე მისი შენახვა, რაც ისჯება 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი