ქობულეთის მერის მოადგილედ საკრებულოს დეპუტატის შვილი დაინიშნა

01 თებერვალი 2019, 00:00 10511 ნახვა

ქობულეთის მერს ახალი მოადგილე ჰყავს. ლევან ზოიძე თანამშრომლებს მირიან ქათამაძემ წარუდგინა. 

პროფესიით ეკონომისტი ლევან ზოიძე, წლების განმავლობაში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურში და იუსტიციის სახლში მუშაობდა. 

ქობულეთის მერიაში გადასვლამდე კი, კერძო კომპანიებში იყო დასაქმებული. 

ქობულეთის მერის მოადგილე სულხან მოწყობილი, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილედ დღეს გადაიყვანეს. 

ვაკანტურ პოზიციაზე კი, ქობულეთის საკრებულოს დეპუტატის ავთანდილ ზოიძის შვილი დანიშნეს.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში