შსს-ს განცხადება

05 აგვისტო 2016, 00:00 2742 ნახვა

გუშინ ბათუმში ნაციონალური მოძრაობის ოფისთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. ,,შემთხვევის ადგილზე მყისიერად გამოცხადდნენ საპატრულო და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები. სამართალდამცველებმა აქციის ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა და ამასთან, არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას.  პოლიციელების ოპერატიული ჩარევის შედეგად, ვითარება განიმუხტა, კონფლიქტი აღმოიფხვრა და აქცია მალე დაიშალა. აქციის მონაწილეების მიერ ცეცხლწაკიდებული ფიტული საპატრულო პოლიციამ ცეცხლმაქრობით ჩააქრო. აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ნებისმიერ სამართლდარღვევაზე, ვისი მხრიდანაც უნდა იყოს ის, მიუხედავად პოლიტიკური თუ სხვა სახის კუთვნილებისა, პოლიცია იმოქმედებს მყისიერად, ადეკვატურად და კანონის სრული დაცვით”, - აღნისნული შსს-ს განცხადებაში. ბათუმში ”ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან მიხეილ სააკაშვილის ფიტული დაწვეს, აღნიშნულს ”ნაციონალური მოძრაობის” წევრებსა და მოძრაობა ”ჩვენი სამშობლოს” წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

 

ამავე კატეგორიაში