კორუფციაა სასამართლოში, პარლამენტში, პროკურატურაში, პოლიციასა და პარტიებში - NDI-ის კვლევის შედეგები 

30 იანვარი 2019, 00:00 1430 ნახვა

 "ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის"მიერ გამოკითხულთა უმეტესობა ფიქრობს, რომ კორუფციაა სასამართლოში, პარლამენტში, პროკურატურაში, პოლიციასა და პარტიებში. კონკრეტულად კი, გენერალური პროკურატურის საქმიანობას „ძალიან კარგად“ გამოკითხულთა მხოლოდ 1 % აფასებს.  უმეტესობისთვის, მათ შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პარტია არ დგას. მთავრობის საქმიანობას კი კარგად აფასებს 41%, 4 პროცენტით ნაკლები  კი უარყოფითად. ასევე ორგანიზაცია დაინტერესდა, რამდენია მომხრე  პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის, აღმოჩნდა რომ 85 პროცენტი. კვლევა  6-დან 20 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდა, სულ 2,205 ადამიანი გამოიკითხა. უმრავლესობის წევრებს  სურთ, რომ ენდიაის კვლევებს საქართველოში სანდოობის მეტი ხარისხი ჰქონდეს. ოპოზიცია კი კვლევებს ენდობა და  NDI-ის მთავარ მიგნებად, კორუფციის, მექრთამეობისა და არაგამჭვირვალე ტენდერების დაბრუნებას ასახელებენ. 

ამავე კატეგორიაში