მე-12 კლასელები განათლების მინისტრის მიხეილ ბატიაშვილისა და დეპუტატის მარიამ ჯაშის გუშინდელ განცხადებებს დადებითად აფასებენ და დღეს აქცია მსვლელობა მოაწყვეს. გუშინ, მე-12 კლასელებისთის გამოცდის შესაძლო გაუქმებაზე ისაუბრა მიხეილ ბატიაშვილმა. მარიამ ჯაშმა კი “მთავარის”ეთერში აღნიშნა, რომ მე-11 და მე-12 კლასელები თანაბარ პირობებში უნდა იყვნენ.
ასევე განმარტა, რომ საატესტატო გამოცდების გაუქმება ჯერ მხოლოდ ხედვაა და არა გადაწყვეტილება, რაზეც პარლამენტმა უნდა იმსჯელოს. გუშინ აბიტურიენტებმა მათთვის გამოსაშვები გამოცდის დატოვება გააპროტესტეს.