H1N1 ვირუსით გარდაცვალების კიდევ ერთი დადასტურებული შემთხვევა აჭარაში - ბათუმში გუშინ 48 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზად უკვე ლაბორატორიულად დადასტურდა ე.წ. ღორის გრიპი. პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში, რამდენიმე დღის განმავლობაში მკურნალობდა. ის რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
აჭარაში ამ ვირუსით სულ 6 ადამიანია გარდაცვლილი, ათობით მოქალაქე კი მკურნალობის კურსს კლინიკებში გადის. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, რომ მიმართვიანობა შემცირებულია. რეანიმაციულ განყოფილებაში კი ძირითადად ის ადამიანები რჩებიან, რომლებსაც ვირუსის პარალელურად ქრონიკული დაავადებები აქვთ.