ტელეკომპანია “პირველის” წამყვანი ლევან ჩხაიძე გარდაიცვალა. ის ბუდაპეშტში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა.
33 წლის ტელეწამყვანის გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ლევან ჩხაიძე სხვადასხვა დროს მუშაობდა მედია საშუალებებში: “იმედი”, “მაესტრო”, “იბერია”, “რადიო მაესტრო”, რადიო Jako FM და “პირველი”.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი უსამძიმრებს ლევან ჩხაიძის ოჯახის წევრებს, ახლობლებს და მეგობრებს.