„შეწყდეს ქიმიური შეტევა ბათუმზე“- კარბამიდის ტერმინალის მშენებლობის წინააღმდეგ ამ წუთებში პორტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები აქციაზე აირწინაღებითა და სამედიცინო პირბადეებით მივიდნენ.
ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ ტერმინალი ქალაქში მომწამვლელი ნივთიერებების გავრცელებას შეუწყობს ხელს. კარბამიდის ტერმინალის მშენებარე კომპანიიის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ პროექტი მხოლოდ კარბამიდის გადაზიდვას ითვალისწინებს.