დღეს ჩვილთა საყოველთაო, 57–ე ნათლობა გაიმართება. ილია მეორის ნათლული კიდევ 630 ბავშვი გახდება. საყოველთაო ნათლობა სამების საკათედრო ტაძარში დღის მეორე ნახევარში დაიწყება. პატარებს ნათლობის ჯვარი და ნათლობის მოწმობა გადაეცემათ.
კათოლიკოს-პატრიარქი, II ტაძარში ნათლობის დასრულების შემდეგ, 20:00 საათისთვის მიბრძანდება, შეკრებილებს ქადაგებით მიმართავს და ნათლულებს დალოცავს. დღეისთვის უწმინდესს 37 305 ნათლული ჰყავს. ისინი ჯვარდაწერილ ოჯახების მესამე და მომდევნო შვილები არიან. 56-ე ნათლობა ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში 18 ნოემბერს გაიმართა.