მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად საკვალიფიკაციო გამოცდები ჩატარდება

18 იანვარი 2019, 00:00 1803 ნახვა

მასწავლებლებისთვის კრედიტქულების დაგროვება გაუქმდება. პროფესიული განვითარების ცენტრის ინფორმაციით, პედაგოგები ბიუროკრატიაში არიან ჩართული, რისგანაც უნდა გათავისუფლდნენ.

ასევე, მასწავლებლებისთვის გაუქმდა თვითშეფასებისა და პორტფოლიოს ატვირთვის ვალდებულებაც. თუმცა ატვირთვა ნებაყოფლობით მაინც იქნება შესაძლებელი. დაინერგება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა მასწავლებლების შეფასების სისტემა,  მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად შემოიღებენ სტატუსის შესაბამისი საკვალიფიკაციო გამოცდას, 2019 წლის გაზაფხულიდან პროფესიული განვითარების სისტემის დეცენტრალიზაცია მოხდება, 2020-2022 წლებში დამტკიცდება სკოლების შიდა ხარისხის მართვის დიფერენცირებული მოდელები და ინსტრუმენტები, ამასთან,  სკოლა მზაობის შემთხვევაში შეიმუშავებს სკოლის ხარისხის მართვის საკუთარ სისტემას.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი