კახა კალაძე: ''გარკვეული დაჯგუფებები ცდილობენ მერიის დისკრედიტაციას''

18 იანვარი 2019, 00:00 1492 ნახვა

„გამოჩნდნენ გარკვეული პირები, დაჯგუფებები, რომლებსაც  აქვთ მცდელობა, მერიისა და პირადად ჩემი დისკრედიტაცია მოახდინონ. პირადად მე მაკავშირებენ აფეთქებასთან, აკავშირებენ მერიას და მერიის სამსახურებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, გარკვეული პირები დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიით პოლიტიკურ სპეკულაციას ცდილობენ.  მისი თქმით, მერია ამ პირებს არ მისცემს საშუალებას, მოსახლეობა შეიყვანონ შეცდომაში და ყველაფერს გააკეთებს, რომ საზოგადოებამ სიმართლე იცოდეს.

ამავე კატეგორიაში