გორში, I ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე სწრაფი რეაგირების ასეულის ავღანეთში გაცილების ცერემონია გაიმართა

18 იანვარი 2019, 00:00 1040 ნახვა

გორში, I ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე სწრაფი რეაგირების ასეულის ავღანეთში გაცილების ცერემონია გაიმართა. ქართული ასეული „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას მაზარ-ი-შარიფში, ბაზა „მარმალზე“ გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში 7 თვის განმავლობაში შეასრულებს. ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარი ამოცანა ბაზა „მარმალის“ უსაფრთხოების დაცვა და სწრაფი რეაგირების ამოცანების შესრულება იქნება.

ამავე კატეგორიაში