კორპუსი, რომელშიც აფეთქება მოხდა, ექსპლუატაციაში მიღებული არ ყოფილა

17 იანვარი 2019, 00:00 1564 ნახვა

დიდ დიღომში, ტრაგედიის ადგილზე სამართალდამცველები და საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები ახლაც მუშაობენ. პირადი ნივთების გამოსატანად კორპუსში ეტაპობრივად უშვებენ მცხოვრებლებს.

რა გახდა 16 იანვარის ტრაგედიის მიზეზი და ვის ეკისრება პასუხიმგებლობა აფეთქებაზე საცხოვრებელ კორპუსში, რომელიც ექსპლუატაციაში შესული არ იყო - გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

პირველადი ვერსიით, დიდ დიღომში აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. მოსახლეობა ,,მთავართან“ ჰყვება, რომ ბუნებრივი აირის სუნი გუშინ მთელი დღის განმავლობაში იგრძნობოდა, გამოიძახეს ,,ყაზტრანსგაზ თბილისის“ თანამშრომლები, თუმცა მათ ვერ იპოვეს დაზიანებული კერები.

ავთანდილის 8 ნომერში დაზიანებულია საცხოვრებელი სახლის მესამე, მეოთხე და მეხუთე სართულები.  დანგრეულია მეექვსე სართულის ყველა კედელი, იქ სადაც აფეთქება მოხდა, დაზიანებულია ასევე მოპირდაპირე კორპუსიც. 

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი