ძეგლის საბაზრო ღირებულებაზე 5-ჯერ ნაკლებ ფასად გასხვისების გამო საქმე აღიძრა

16 იანვარი 2019, 00:00 1781 ნახვა

გამოძიება მიმდინარეობს გასხვისებული ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის გამო - აჭარის პროკურატურამ უკვე გამოკითხა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს უფროსი და ძეგლებზე ნებართვის გამცემი საბჭოს წევრები. საქმე ეხება საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი წარმომადგენლობის შენობას მემედ აბაშიძის გამზირზე - გამომძიებლებს აქვთ კითხვა - რატომ გაიყიდა ობიექტი იმაზე 5-ჯერ იაფად, ვიდრე მისი ღირებულება იყო წლების წინ?

შენობა, აუქციონის გზით, რუსლან კაკაბაძემ 6 თვის წინ  1 755 000 ლარად იყიდა, აუქციონის წესით, მასზე დაშენების უფლება კი ზონალურმა საბჭომ გასცა - ცნობისთვის ერთადერთი მოწინააღმდეგე მაშინ შოთა გუჯაბიძე იყო. გამოკითხულია გუჯაბიძეც. პროკურატურაში კომენტარს არ აკეთებენ. რა პოზიცია აქვთ ეკონომიკის მოქმედ და ყოფილ მინისტრებს?ასევე რას აცხადებს ობიექტის მფლობელი?

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში