ე.წ. „ჭაობის დასახლებაში“ რამდენიმე ქუჩის რეაბილიტაცია შეფერხდა

16 იანვარი 2019, 00:00 1596 ნახვა

კერძო კომპანია ბათუმის მერიისა და დავების საბჭოს წინააღმდეგ - შპს „ზიმო 7“-ის მოთხოვნის საფუძველზე ამ დროისთვის შეჩერებულია ტენდერი, რომლის მიხედვითაც ე.წ. ჭაობის დასახლების ძირითადი პრობლემა უნდა მოგვარებულიყო და 8 ქუჩა მოასფალტებულიყო - დავა კომპანიამ მას შემდეგ დაიწყო, რაც მიიჩნია, რომ ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამმართველომ უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო, როცა დავების საბჭოს მითითებით გამარჯვებულად  შპს „დაგი“გამოცხადა, რომელსაც მანამდე დისკვალიფიკაცია მისცა. სასამართლოს მიმართა ამ კომპანიამაც.

საუბარია 6-მილიონიან ტენდერზე, შესაბამისად, კომპანიების და მერიის ინტერესი დიდია. ზემდგომ ინსტანციებში გადასული სასამართლო დავის გამო, უკვე თვეებია  ე.წ. ჭაობში არსებული გზების მოწყობა ვერ იწყება. 

  

ამავე კატეგორიაში