მაჭახლის ხეობაში შესაძლოა ჰესიის მშენებლობა დაიწყოს - ამის შესახებ განცხადება დღეს ხელვაჩაურის მერმა ჯუმბერ ვარდმანიძემ თვითმმართველობის დეცენტრალიზაციის სტარტეგიის განხილვისას გააკეთა. მერის ინფორმაციით, დღეს საკითხზე საკონსულტაციო შეხვედრა უნდა გაიმართოს.
ჯუმბერ ვარდმანიძის თქმით, თუ ჰესი აშენდება ხეობას მაღალმთანის სტატუსი ჩამოერთმევა და დაცული ტერიტორიის სტატუსსაც ვერ მიიღებს. ითხოვ, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები მხოლოდ ცენტრის დონეზე არ უნდა წყდებოდეს, რადგან საკითხი ადგილობრივ ხელისუფლებასაც ეხება. სხვა დეტალები დღეს ჯუმბერ ვარდმანიძეს არ დაუკონკრეტებია.
სავარაუდოდ, საუბარია შპს „მაჭახელა ჰესიის მიერ ხელვაჩაურში ორი ჰიდროელექტროსადგურის - „მაჭახელა ჰეს 1“-ისა და „მაჭახელა ჰეს 2“-ის მშენებლობაზე. ენერგეტიკის სამინისტროსა და შპს „მაჭახელა ჰესს“ შორის მემორანდუმი ჯერ კიდევ 2014 წელს გაფორმდა. 2017 წელს კი სამინისტრომ კომპანიას ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისათვის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის წარდგენის ვადა 2019 წლის 1 დეკემბარმდე გაუგრძელა.