პრობლემური სესხების განულების პროექტში დამატებით 14 საფინანსო ორგანიზაცია ჩაერთო. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, პირველიდან 15 იანვრის პერიოდში, პრობლემური სესხების განულების პროექტში კიდევ 14-მა საფინანსო ორგანიზაციამ გამოთქვა თანამშრომლობის სურვილი და გაყიდა საკუთრებაში არსებული სესხები. ამ დროისთვის, ვებგვერდზე განთავსებულია ინფორმაცია 609 ათას 542 მსესხებლის, მილიონ 360 ათას 991 სასესხო ჩანაწერის შესახებ, ჯამური დავალიანების თანხა შეადგენს 4 მილიარდ 27 მილიონ 99 ათას 783 ლარს.
ვებგვერდზე საკუთარი მონაცემების შესამოწმებლად საჭიროა სამი ეტაპის გავლა:მსესხებლის პირადი ნომრის, დაბადების თარიღის შეყვანა და უსაფრთხოების მიზნით სპეციალური გრაფის მონიშვნა.