ბათუმის ბულვარის დირექტორის მოადგილის 3 ვაკანტურ თანამდებობაზე 82 აპლიკაციდან მეორე ტურში 5 აპლიკანტი გადავიდა. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, რომ კონკურსანტები გამოცდილებისა და კომპეტენციის მიხედვით შეირჩა.
არის თუ არა შერჩეულთა შორის აჭარის მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი სოფო გუჯაბიძე, ამ ეტაპზე არ საჯაროვდება. სოფო გუჯაბიძე გასული წლის დეკემბერში შვებულებაში გავიდა, ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
მთავრობის აპარატში ''მთავართან'' აცხადებენ, რომ მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა შვებულება კიდევ ერთი კვირით გაახანგრძლივა. ასევე უცნობია, როდის გამოცხადდება კონკურსი აჭარის მთავრობაში და ოფიციალურად ვინ ჩაანაცვლებს სოფო გუჯაბიძეს.