ბათუმში მოზარდებს პიროტექნიკა ხელში აუფეთქდათ 

14 იანვარი 2019, 00:00 2226 ნახვა

ბათუმში პიროტექნიკის აფეთქების გამო, გუშინ, ძველით ახალი წლის ღამეს  სამედიცინო დაწესებულებაში ორი არასრულწლოვანი მიიყვანეს. მათგან ერთი, რამდენიმე საათში თბილისში იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. 

ბიჭი საავადმყოფოში ოჯახის წევრებმა თვითდინებით შეიყვანეს და სასწრაფო დახმარება არ გამოუძახებიათ. 

გუშინ მედიკოსების დახმარება კიდევ ერთ მოზარდს დასჭირდა. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ 11 წლის ბიჭი, ''ოცნების ქალაქიდან'' დედათა და ბავშთა ცენტრში გადაიყვანა. მას პიროტექნიკა ხელში აუფეთქდა. 

ექიმების განცხადებით, ბიჭს ხელის მტევანზე ღია ჭრილობები ჰქონდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი