უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით პირადი პოზიცია დავაფიქსირე - მიტროპოლიტი იოსები

13 იანვარი 2019, 00:00 1537 ნახვა

შემოქმედის ეპარქიის გვერდზე გავრცელებული განცხადება არ იყო შეთანხმებული საპატრიარქოსთან, ეს მხოლოდ ჩემი პირადი პოზიციაა - განმარტავს შემოქმედის ეპარქიის მიტროპოლიტი იოსები.

მიტროპოლიტი სატელევიზიო კომენტარისგან თავს იკავებს, თუმცა პირად საუბარში აღნიშნავს, რომ უკრაინის ავტოკეფალიის მომხრეა და ამ საკითხთან დაკავშირებით ეპარქიის ფეისბუქ გვერდზე პირადი პოზიცია დააფიქსირა. მიტროპოლიტი იოსები ამბობს, რომ იგი დაელოდება წმინდა სინოდის გადაწყვეტილებას, რომელიც ამ ეტაპზე მისთვის უცნობია.

გუშინ, შემოქმედის ეპარქიამ უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალია მიულოცა.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი