პლენუმმა არასამთავრობოების სარჩელის განხილვა დაიწყო

03 აგვისტო 2016, 00:00 3528 ნახვა

არასამთავრობოების, პარლამენტართა ნაწილისა და სტუდენტების გაერთიანებული სარჩელის არსებითი განხილვა საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს დაიწყო. საქმეს პლენუმი განიხილავს, ამ წუთებში მხარეები პოზიციებს განმარტავენ. სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანულ კანონში შეტანილ ცვლილებს შეეხება, კონკრეტულად სადავოდ მიიჩვენ ნორმებს გაზრდილ კვორუმზე, მოსამართლეთა უფლებამოსილების ვადის განსაზღვრას და ასევე ერთი მოსამართლის მოთხოვნის საფუძველზე საქმის კოლეგისგან პლენუმისთვის გადაცემის შესახებ. პარლამენტმა ეს ცვლილებები 2 თვის წინ მიიღო. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ეს ნორმები სამართლიანი სასამართლოს უფლებას ეწინააღმდეგება და ამცირებს საკონსტიტუციო სასამართლოს ეფექტურ საქმიანობას. მოპასუხე მხარის განცხადებით, ცვლილებები კონსტიტუციურია.

ამავე კატეგორიაში