ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში კარანტინი გამოცხადდა

08 იანვარი 2019, 00:00 9877 ნახვა

ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, საავადმყოფოში კარანტინი გამოცხადდა. დღეიდან მნახველების შესვლა ტერიტორიაზე შეიზღუდა. 

ინფექციურში შეიცვალა მუშაობის გრაფიკიც და დღე-ღამის ცვლას ექიმების რაოდენობა დაემატა. 

"გრაფიკი შეცვლილია, 24 საათიან რეჟიმში ვმუშაობთ სხვა დროსაც, თუმცა დაემატა ცვლის ექიმი და ერთის ნაცვლად ორი ექიმი მორიგეობს ამ პერიოდში. 

ძალიან გაზრდილია ამბულატორიულ კომპონენტში მომართვიანობა, დღის განმავლობაში ყოფილა 90 პაციენტი და მეტიც. კარანტინის მოხსნა დღის წესრიგში მას შემდეგ დადგება, როცა  გრიპი უკან დაიხევს" - აცხადებს კლინიკის ხელმძღვანელი. 

საავადმყოფოს ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ ეტაპზე კლინიკაში გრიპის ვირუსით 26 ადამიანი მკურნალობს, აქედან 7 ბავშვი და სამი ფეხმძიმე ქალი. "ყველა ექვემდებარება მკურნალობას და მართვადია ყველა პაციენტი, უბრალოდ აუცილებელია შეზღუდვის დაწესება, რომ არ მოხდეს ვირუსის გავრცელება სხვა პირებზე". 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი