ბათუმში, ძლიერი ქარის დროს მიღებული ტრავმების შედეგად გარდაცვლილის ოჯახს უსამძიმრებენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და და ქალაქის მერი ლაშა კომახიძე.
ისინი მწუხარებას გამოთქვამენ სოსო შერვაშიძის დაღუპვის გამო და მომხდარს ტრაგედიად აფასებენ. ამის შესახებ განცხადება მათ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს. გარდაცვლილი ბათუმის მერიის თანამშრომელი იყო და მისი დაკრძალვის ხარჯებს თვითმმართველობა დაფარავს.