კურორტ ''გოდერძიზე'' ზამთრის სეზონი გაიხსნა

28 დეკემბერი 2018, 00:00 2538 ნახვა

თხილამურებით სრიალის მოყვარულებს დღეს კურორტ ''გოდერძიზე'' ელოდებიან. კურორტზე თოვლის საფარმა ნახევარ მეტრს გადააჭარბა. ''გოდერძიზე'' ამ დრომდე თოვს. 

ზამთრის სეზონი რამდენიმე საათში ოფიციალურად გაიხსნება.

კურორტზე გონდოლასა და ბაბლის ტიპის საბაგირო მუშაობს, რომელიც 8 კილომეტრიან სათხილამურო ტრასას ემსახურება.

სეზონის გახსნისთვის 200 მეტრიანი მცირე დახრილობის სათხილამურო ტრასა ბავშვებისთვის და დამწყები მოთხილამურეებისთვისაც მოეწყო. 

ამ ეტაპზე კურორტზე 6 თანამედროვე ტიპის კოტეჯი, ერთი სასტუმროა. ყოველდღე თოვლმავალს დამსვენებლები კურორტზე, საბაგიროს სადგურამდე მოჰყავს.

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი