კათოლიკური სამყარო ქრისტეშობას აღნიშნავს. ბათუმის კათოლიკურ ეკლესიაში ღვთისმსახურება გუშინ, 22 საათზე დაიწყო, სადღესასწაულო ლიტურღია პადრე გაბრიელ ბრაგანტინიმ აღავლინა. ტაძრის შესასვლელში, ტრადიციულად ბეთლემში ქრისტეს შობის სცენა მოეწყო.
ქრისტეშობა აღნიშნეს ბათუმის წმინდა სამების სახელობის პროტესტანტულ ეკლესიაშიც. პროტესტანტი ქრისტიანები მომზადებას შობამდე 4 კვირით ადრე იწყებენ, წინა საშობაო სამზადისს ისინი ,,ადვენტს“ უწოდებენ.
ამ 4 კვირის მანძილზე, პროტესტანტები ყოველ კვირას ერთ სანთელს ინთებენ. პირველ კვირას დაანთებულ სანთელს ,,წინასწარმეტყველების სანთელს" უწოდებენ, მომდევნო კვირას ანთებულს კი "ბეთლემის", რაც ისტორიულ შობას განახორციელებს. მესამე კვირას მწყემსთა სანთელს ანთებენ, ხოლო შობამდე დანთებულს მეოთხე სანთელს "ანგელოზის სანთელს" უწოდებენ. ტრადიციულად პროტესტანტი ქრისტიანები 24 დეკემბერს საღამოს იკრიბებიან ეკლესიაში სრულდება გალობა, იკითხება ღვთის სიტყვა.