ზაზა ოქუაშვილს აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობა აღარ უნდა

20 დეკემბერი 2018, 00:00 1579 ნახვა

ზაზა ოქუაშვილი აჭარის უმაღლეს საბჭოს ტოვებს. შესაბამისი განცხადებით მან უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს დღეს მიმართა. ის, მეოთხე მოწვევის უმაღლეს საბჭოში მესამე დეპუტატია, რომელმაც  უფლებამოსილება შეიწყვიტა.

ოქუაშვილამდე იყო ლევან ვარშალომიძე და დავით თარხან მოურავი. სწორედ ამ უკანასკნელის მიერ სადეპუტატო მანდატზე უარის თქმის შემდეგ, რიგითობის პრინციპით გახდა ზაზა ოქუაშვილი უმაღლესი საბჭოს წევრი. წევრობის შეწყვეტას კი, აჭარის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი და ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია არეგულირებს.

სწორედ აჭარის კონსტიტუციით იხელმძღვანელა თავის განცხადებაში ოქუაშვილმა, როდესაც დავით გაბაიძეს დღეს, საშემოდგომო სესიის ბოლო სხდომაზე მიმართა. ოქუაშვილის გადაწყვეტილებაზე, უკვე ცნობილია მმართველი გუნდის პოზიცია, დეპუტატები „ქართული ოცნებიდან“  მის წასვლას  მხარს დაუჭერენ.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი