შეიხი გონიოში საინვესტიციო ტერიტორიას გაეცნო

02 აგვისტო 2016, 00:00 4650 ნახვა

არაბთა გაერთიანებული საამიროების შეიხი გონიოში იმყოფებოდა. მან ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორია დაათვალიერა, სადაც მსხვილი საინვესტიციო პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი. შეიხს საქართველოს ვიცე-პრემიერმა უმასპინძლა. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა პოტენციურ ინვესტორებთან აქტიურად მუშაობს, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ტურისტული პოტენციალისა და ეკონომიკის ზრდას. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი