ორ დღეში პლენარულ სხდომაზე ასევე იმსჯელებენ აჭარის მთავრობის ახალი სტრუქტურისა და უფლებამოსილების შესახებ

18 დეკემბერი 2018, 00:00 1578 ნახვა

ორ დღეში პლენარულ სხდომაზე ასევე იმსჯელებენ აჭარის მთავრობის ახალი სტრუქტურისა და უფლებამოსილების შესახებ. რაც შეეხება უმაღლესი  საბჭოს რეგლამენტს, საკითხის მეორე მოსმენისთვის მოსამზადებლად საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორებმა ვადის გახანგრძლივება ითხოვეს, სავარაუდოდ რეგლამენტი  სხდომაზე იანვარში გავა,  ზეგ პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა ასევე უნდა იმსჯელონ აჭარის აუდიტის დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე კახაბერ კირტავას დამტკიცების შესახებ. სწორედ აუდიტის სამსახურს ეხება ნაციონალური მოძრაობის ინიციატივა, რომელიც დღეს ბიუროს სხდომაზე განიხილეს.  

ფრაქცია ‘’ნაციონალური მოძრაობა’’ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის ითხოვს.

როგორც ფრაქციაში აცხადებენ,  აჭარის აუდიტის სამსახურის უფროსს უმაღლესი საბჭო ამტკიცებს სახელმწიფო აუდიტორის წარდგინებით, თუმცა ის არ არის ვალდებული უმაღლეს საბჭოს ანგარიში ჩააბაროს ან დამტკიცებამდე მათ წინაშე წარსდგეს

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი