ხმაური და კამათი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე - დეპუტატების დაპირისპირების მიზეზი ამჯერად შინაგან საქმეთა მინისტრის პარლამენტში დაბარების საკითხი გახდა. „ევროპულ საქართველოს“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ გიორგი გახარიასთან კითხვები აქვთ.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია კი მიიჩნევს, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები ამ მოთხოვნით რეგლამენტს აცდნენ.